ბატონი შოთა ჯაფარიძის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით
ქართული მედიცინის თვალსაჩინო წარმომადგენელს, ღვაწლმოსილ ექიმსა და მეცნიერს, მრავალი თაობის აღმზრდელს, ბატონ შოთა ჯაფარიძეს გულითადად ვულოცავთ საიუბილეო თარიღს – დაბადებიდან 80 წელს.
თავისი ხანგრძლივი და თავდადებული პროფესიული მოღვაწეობით მან განსაკუთრებული წვლილი შეიტანა საქართველოში თანამედროვე ოტორინოლარინგოლოგიის განვითარებაში.
მის სახელს უკავშირდება არაერთი მნიშვნელოვანი სამედიცინო მიღწევა, რომელთა მეშვეობით უამრავ ადამიანს სრულფასოვანი ცხოვრების შესაძლებლობა მიეცა.
ღმერთმა დალოცოს ბატონი შოთა და მისი ოჯახი, მიმადლოს მას მშვიდობა, ჯანმრთელობა და მრავალჟამიერი სიცოცხლე, რათა კვლავაც დიდხანს ემსახუროს საყვარელ საქმეს, ხალხს და სამშობლოს.
შიო III
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი
