დღეს, 31 მაისს, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია სულთმოფენობას და ყოვლადწმინდა სამების დღეს აღნიშნავს.
ამასთან დაკავშირებით, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღავლინა.
თანამსახურებდნენ: ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი), ცურტაველი მიტროპოლიტი ვახტანგი (ახვლედიანი), წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია), ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი (ლიპარტელიანი) და სხვა სასულიერო პირები.
წირვის დასრულების შემდეგ მუხლმოდრეკის ლოცვები შესრულდა.
ღვთისმსახურების დასასრულს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა და მიმართა ქადაგებით, რომელშიც დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ფოტო: ნინო სოზაშვილი