29 Οκτωβρίου, 2025

კაპელანმა დავით კასრაძემ იუნკრები დალოცა

Διαδώστε:

ამა წლის 27 ოქტომბერს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთა ბატალიონის იუნკრებმა, ხუთკვირიანი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის წარმატებით გავლის შემდეგ, დიდგორის მემორიალთან სამხედრო ფიცი დადეს.

ფიცის დადების ცერემონიას აკადემიის ხელმძღვანელებთან, იუნკრების ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად, აკადემიის კაპელანი, დეკანოზი დავით კასრაძეც ესწრებოდა, რომელმაც კურსდამთავრებულები დალოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა.

ფოტო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

sazu.ge

Διαδώστε: