04 Απριλίου, 2020

“კომენდანტის საათის პირობებშიც შესაძლებელია მრევლი სააღდგომო ლიტურგიას დაესწროს”

Διαδώστε:

დეკანოზ შალვა კეკელიას აზრით, კომენდანტის საათის პირობებშიც შესაძლებელია, რომ მრევლის სააღდგომო ლიტურგია დაესწროს ტაძრებში.

მისი თქმით, ადამიანები 21:00 საათამდე მივლენ ეკლესიაში, გადანაწილდებიან, ტაძარში იქნება მონიშნული ადგილები და დილის 06:00 საათის შემდეგ წავლენ სახლებში.

“პატრიარქმა და ეკლესიამ კიდევ დაადასტურა, რომ იმ ღირებულებებს, რომელიც უმთავრესია ქრისტიანისთვის, არ ღალატობს. უწმინდესმა, ასევე, გაამახვილა ყურადღება იმაზე რომ აუცილებელია დისტანციის დაცვა. თუკი ადამიანს შეუძლია პურის რიგში, ხორციელი საკვების რიგში დგომა, რატომ უნდა ეკრძალებოდეს სულიერი პურის მოსაპოვებლად რიგში დგომა?”, – განაცხადა მამა შალვა კეკელიამ ტელეკომპანია “ფორმულასთან” საუბარში.

წყარო: “newposts.ge”

 

dogma.ge

Διαδώστε: