02 Φεβρουαρίου, 2022

კრეტის ახალმა მთავარეპისკოპოსმა პრეზიდენტის წინაშე ფიცი დადო [ფოტო]

Διαδώστε:

საბერძნეთის კანონმდებლობის თანახმად ახლადგამორჩეული მღვდელმთავარი ან მწყემსმთავარი ვალდებულია ერთგულების ფიცი დადოს სახელმწიფოს წინაშე, რომ იგი რჯულის უწმინდესი კანონმდებლობის გარდა დაიცავს სახელმწიფო კანონის უზენაესობას და იქნება მისდამი რწმუნებულ ეპარქიაში როგორც სასულიერო ისე საერო კანონის უზენაესობის გარანტი.

კრეტის მართლმადიდებელი ეკლესიის ახლადარჩეულმა მთავარეპისკოპოსმა ევგენიმ უკვე დადო ფიცი საბერძნეთის პრეზიდენტის ქალბატონ ეკატერინე საკელაროპულუს წინაშე.

wenews.ge

Διαδώστε: