მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია ეპარქიაში ვანდალური ფაქტის შესახებ იუწყება, რომლის თანახმადაც, გაგის ციხეზე აღმართული ჯვარი მოიპარეს. ამის შესახებ ინფორმაცია ეპარქიის “ფეისბუკის” გვერდზეა განთავსებული:
“სამწუხაროდ, კიდევ ერთი ვანდალური ფაქტი დაფიქსირდა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიაში.
ექვსი წლის წინ, გაგის ციხე-სიმაგრეზე, მეუფე გიორგის ლოცვა-კურთხევით, საზეიმოდ აღმართული ჯვარი დღეს ბარბაროსულად იქნა ადგილიდან აღებული და მოპარული.
წმიდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი, მრევლთან ერთად კვლავ აღმართავს ჯვარს გაგის ციხე-სიმაგრეზე და საზეიმოდ აკურთხებს” – აღნიშნულია ინფორმაციაში.
