საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და რუსთავისა და ცაგერის მერიათა მხარდაჭერით, რუსთავის წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან არსებული საკვირაო სკოლის მგალობელ-მომღერალთა გუნდი, რომლის წევრებიც მშობლები და შვილები არიან, შემოქმედებითი ტურით ლეჩხუმში იმყოფებოდა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის საგალობლები, ხალხური და ქალაქური სიმღერები შეასრულა.
ამასთან, აღნიშნული გუნდი ცაგერის მერიის მიწვევითა და მხარდაჭერით, მონაწილეობას მიიღებს მრავალეთნიკური ისტორიული მეგობრობის აღნიშვნის ღონისძიებაში, რომელიც ისტორიულ სოფელ ლაილაშში გაიმართება.