01 Σεπτεμβρίου, 2022

მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე), მარიამობის – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო ლიტურგია აღავლინა

Διαδώστε:

2022 წლის 28 აგვისტოს, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე), მარიამობის – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო ლიტურგია აღავლინა, ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში, წირვის დასასრულს გაიმართა ლიტანიობა ტაძრის გარშემო, ბოლოს კი ეპარქიის მმართველმა მღვდელმთავარმა ქადაგებით მიმართა ტაძარში შეკრებილ მრევლს. აღსანიშნავია, რომ სადღესასწაულო მსახურებას დასწრნენ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

მარგვეთისა და უბისის ეპარქია / Diocese of Margveti and Ubisa

Διαδώστε: