ყოველთა წმიდათა დღესასწაულთან დაკავშირებით, საბერძნეთის ეკლესიის მუდმივმოქმედმა წმიდა სინოდმა საინტერესო ენციკლი გამოაქვეყნა, რომელიც დღევანდელ დღეს საკმაოდ გავრცელებულ პრობლემას, ცრუ-წინასწარმეტყველთა სენს ეხება.
პირველ რიგში, ენციკლის ტექსტი აღნიშნავს, რომ სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ, ვდღესასწაულობთ სული წმიდის მიერ დაარსებული ეკლესიის ნაყოფს – წმიდანებს. ზუსტად წმიდანები არიან სული წმიდის მატარებელი ადამიანები, ცრუმოძღვრებისა და ცრუ-წინასწარმეტყველებისგან განსხვავებით, რომლებიც არსებობენ ძველ აღთქმაშიც, ახალ აღთქმაშიც და სამწუხაროდ მრავლად იყრიან თავს დღევანდელ ეპოქაშიც.
„დღევანდელ დღეს, მრავალი ცრუ-წინასწარმეტყველი არსებობს ეკლესიაში, რომლებსაც შეცდომაში ჰყავთ შეყვანილი მრავალი მორწმუნე და ისეთ დონეზე არიან მისულნი, რომ განხეთქილებაში ან ერესში მოხვედრის საფრთხეშიც კი არიან.
ამათგან ზოგი თვითდანიშნული მოძღვრები და მომავლის მეწინასწარმეტყველეები არიან და მორწმუნეებს შფოთში აგდებენ მოახლოებულ ვითომ-საფრთხეებზე ლაპარაკით.
ზოგი კიდევ არასწორად განმარტავენ თანამედროვე და ძველი წმიდანების სიტყვებს და წარმოადგენენ მათ საკუთარი აზრების მიხედვით.
ზოგიც ლაპარაკობს ანონიმურ მოძღვრებზე, მამაოებზე ან დედაოებზე, რომლებიც ცოცხლები არიან, რომლებიც წინასწარმეტყველებენ მოსალოდნელ კატასტროფებსა და ომებს; ხშირად ადგენენ კიდეც კონკრეტულ თარიღებს და როდესაც მათი წინასწარმეტყველებები არ სრულდება, იმის ნაცვლად შერცხვეთ და გაჩუმდნენ, არ იფუჭებენ განწყობას და განაგრძობენ ახალი თარიღების დადგენას.
ზოგი ასევე, გამოაჩენს ხოლმე რაიმე წმინდა საგნებს, რომელთაც ცრემლი, მირონი ან სისხლი სდით და აჩვენებენ სხვადასხვა საკვირველ და სასწაულებრივ მოვლენებს.
რა თქმა უნდა, ეკლესიისათვის უდავოდ მისაღებია, როგორც წმიდა საგნები, ასევე წმიდა ხატები და მათი მეშვეობით საღვთო მადლის სხვადასხვა ფენომენის გამოვლენა, მაგრამ ამ საკითხს ასევე სჭირდება დიდი ყურადღება და განსჯის უნარი, განსაკუთრებით ჩვენს ეპოქაში, სადაც ინტერნეტი ბატონობს და ამგვარი ინფორმაციები სწრაფად, მყისიერად და უკონტროლოდ ვრცელდება.
ჩვენი დროის დიდმა წმინდანმა და წინასწარმეტყველმა, გერონდა პორფირიმ, ამასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ „ეს სასწაულებიი… არ არის ყველა ღვთაებრივი. ზოგიერთი მათგანს ეშმაკი ასრულებს ადამიანების ხელით, ამიტომ ყურადღებაა საჭირო”.
ამიტომ აუცილებელია, რომ ასეთ შემთხვევებში ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რათა მათ უკან – არა ღვთის ხელი, არამედ ეშმაკი იდგეს და ისეთი ხალხი, რომელიც ცდომილების სულითა და თავის წარმოჩენის განწყობითაა შეპყრობილი, თვითმარქვია მაცხოვრები, რომლებიც არ ემსახურებიან ღვთის ნებას, არამედ – საკუთარ ინტერესს.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, ჩვენი ეკლესიის მორწმუნეებს ყურადღებისაკენ მოვუწოდებთ, რათა არ შეცდნენ სხვადასხვა სახის ცდომილებისგან, მოხეტიალე და ცრუ-წინასწარმეტყველებისგან, რომლებიც აშორებენ მათ მთავარ მიზანს -მართლმადიდებელ სარწმუნოებასა და სულიერ ცხოვრებაში წინსვლას- და მათ ყურადღებას ავადმყოფური მდგომარეობები იპყრობენ და კავდებიან ისეთი აქტივობებით, რომლებსაც არანაირი სარგებელი არ მოაქვს, პირიქით იწვევს შფოთს, არეულობას, დაბრკოლებასა, განხეთქილებასა და დახევას ეკლესიის ანუ ქრისტეს უქსოველი კვართისა.
დაე, დავრჩეთ ერთგულები იმ ტრადიციისა, რომელიც მივიღეთ ჩვენს ეკლესიაში, მოვერიდოთ მათ, ვინც თვითიზოლირებულია; პატივი-ვცეთ და დავემორჩილოთ ჩვენი ეკლესიის მწყემსებს და ეპისკოპოსებს, რამეთუ იგინი იღვიძებენ სულთა ჩვენთათვის;
და უპირველეს ყოვლისა „აწ უკუე მშჳდობასა შევუდგეთ და აღშენებასა ურთიერთას“, რათა განისვენოს ჩვენს სულებში მადლმა სულისა წმიდისა, სულისა ჭეშმარიტებისა, მშვიდობისა და ერთობისა. ამინ.“
მამობრივი სიყვარულითა და სურვილებით
† ათენელი იერონიმე
სინოდის წინამძღოლი
† იკარიელი ევსევი
† ფლორინელი თეოკლიტე
† კასანდრიელი ნიკოდიმე
† სერელი თოლოგე
† სიდიროკასტრელი მაკარი
† ედესელი იოლი
† არგოლიდელი ნეკტარი
† თესალიოტიდელი ტიმოთე
† მეგარელ-სალამინელი კონსტანტინე
† კეფალონიელი დიმიტრი
† ტრიკელ-სტაგელი ქრიზოსტომე
† კარპენისელი გიროგი
მთავარი მდივანი
† ორეელი ფილოთე
ზუსტი დედანი
მთავარი მდივანი
†ორეელი ფილოთე
