27 Μαρτίου, 2021

„მოიხსენენ, უფალო, სულნი შესვენებულთანი საუკუნესა შენსა საშვებელსა და განუსვენე!“

Διαδώστε:

დიდი მარხვის მეორე შვიდეულის შაბათი მიცვალებულთა ხსენების დღეა

წმინდა იოანე ოქროპირი ქრისტიანთა მიცვალების შესახებ შეგვაგონებს:
„ქრისტიანთა მიცვალებისას ანგელოზნი მოივლინებიან ზეცით მეუფისა მიერ და მოუწოდებენ მონასა მას ღირსსა…
მივალს სული იგი ნათლად ბნელისა ამის სოფლისაგან, განიხსნების, ვითარცა საკრველისაგან – განვალს დიდებისა ამისგან, გათავისუფლდების ღვაწლისაგან და მივალს განსვენებად.

ვითრაცა მზე ცისკარსა განწმედილსა აღმობრწყინდების, ასევე სული, ტოვებს რა ხორცს, გონებითა წმინდითა ბრწყინავს, და ვითარცა მეფე შარავანდით შემკობილი შევა პალატად, ესრეთ არს სული განმავალი ხორცთაგან და მიმავალი ღმრთისა დიდებასა.

ამიტომ ნუ ვიგლოვთ მიცვალებულთა ზედა უწესოდ და უშვერად, არამედ ვიქმოდეთ მათთვის ქველის საქმესა, და საღმრთოსა მსხვერპლისა შეწირვასა, გლახაკთა მიმართ წყალობასა, ქვრივთა და ობოლთა გამოზრდასა, ლოცვასა და ფსალმუნებასა.

ესე არს წესი ქრისტიანთა და სათნო ღმრთისა შესაწირავი, მიცვალებულისა მის ფრიადი შესაძინელი, და თავთა ჩვენთა დიდი სარგებელი. ამას ვიქმოდეთ, ძმანო, რათა მათცა და ჩვენცა სასუფეველი ღმრთისა დავიმკვიდროთ“.

 

— facebook.com/sap.uwyebaNews

Διαδώστε: