03 Νοεμβρίου, 2021

მორწმუნის ერთიანობა ქრისტესთან საღვთო ლიტურღიის დროს

Διαδώστε:

აბსოლიტური და სრულყოფილი ნაყოფი უფალი იესო ქრისტესი თავის მოსწავლეევის მიმართ, რომლებმაც გააგრძელეს მისი მისია, და ყველა სახარების მორწმუნე და მრავალი საუკუნეევის განმავლობაში მონქთლულების მიმართ, გამოჩნდა საღვთო ლიტურღიაზეა უდიდესი საიდუმლოს დაწესება.
სხვა და სხვა ვითარებაში უფალი როგორც სიტყვით, ასევე საქმით გამოხატავდა სიყვარულს თავის მოსწავლეების მიმართ. გავიხსენოთ რამოდენიმე სიტყვა მის მიერ მსჭვალული, დიდი ხუთშაბათის ღამეს: ,,ვითარცა შემიყუარა მე მამამან, მეცა შეგიყუარენ თქუენ, დაადგებით სიყუარულსა ჩემსა ზედა” (ინ. 15:9), – სთხოვს უფალი თქვის მოსწავლეებს. და აგრეთვე: ,,უფროსი ამისსა სიყუარული არავის აქუს, რათა სული თვისი დადგას მეგობართა თვისთათვის” (ინ. 15:13), – რქც გააკეთა უფალმა რამდენიმე საათის შემდეგ გოლგოთაზე. და მიმართავს რა მამამისს, სთხოვს: ,,რათა ყოველნი ერთ იყვნენ, ვითარცა შენ, მამაო, ჩემდამო, და მე შენდამი, რათა იგინიცა ჩუენ შორის ერთ იყვნენ” (ინ. 17:21). ,,მამაო, რომელნი – ესე მომცენ მე, მნებავს, რათა სადაცა მე ვიყო, იგინიცა ჩემ თანა იყვნენ” (ინ. 17:24).
ყველაფერი ეს და სხვა მრავალი გვიჩვენს ცეცხლოვან სურვილს ღმერთკაცი იესო ქრისტესას, და მისი ზეცად დიდებით დაბრუნების შემდეგ, იყოს უწყვეტ კავშირში თავის მოციქულებთან და თითოეულ მათგანთან, რომელიც ცხოვრობს დედამიწაზე, ირწმუნოს მისი და გახდეს მისი ეკლესიის წევრი. და უფალს არა მარტო მუდმივი კავშირი უნდოდა ეკლესიის წევრებთან, არამედ უფრო მეტი – ყოფილიყო მათთან ერთიან მთლიანობაში.
ეს ეწინააღმდეგება ადამიანურ გონებას. რა გზით შეიძლება ეს მოხდეს? წმინდა სახარებიდან ვიცით, რომ იესო ადამიანური სხეულით, რომელიც მან მიიღო ,,სული წმინდისაგან და ქალწულ მარიამისგან”, აღდგომიდან მეორმოცე დღეს, ხალხისა და ანგელოზების წინაშე ამაღლდა ზეცად, ,,ამაღლდა” და დაბრუნდა თავის მარადიულ დიდებაში, როგორც ვამბობთ ამას მრწამში ,,ამაღლდა ზეცად და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა. და კუალად მომავალ – არს დიდებით, განსჯად ცხოველთა და მკდუართა”. როგორ შეიძლება რომ ჩვენ, მებრძოლი ეკლესიის წევრები, მცხოვრებლები დედამიწაზე, ვიმყოფებოდეთ იქ, სადაც განდიდებული უფალი ჩვენი იესო ქრისტეა? მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს გონებას არ შეუძლია ამ უდიდესი საიდუმლოს აღქმა, უფალმა როგორც უბრძენესმა და უძლიერესმა ღმერთმა, რომლისთვისაც შეუძლებელი არაფერია, იპოვა გამოსავალი, დაადგინა რა საღვთო ევქარისტია.
საიდუმლო სერობამდე დიდი ხნით ადრე უფალმა დაიწყო თავისი მოსწავლეების მომზადება სასარგებლო შედეგებისათვის, თავისი წმინდა ხორცითა და სისხლით ზიარებისთვის. 5 ათასი კაცის დაპურების – ამ სასწაულის შემდეგ უფალმა მიაგნო გზას მიექცია ყურადღება თავისი მსმენელებისა, რომ მატერიალური საზრდო კვებავს დროებით, მაგრამ ,,საზრდელსა, რომელი ჰგიეს ცხოვრებად საუკუნოდ, რომელი ძემან კაცისაგან მოგკლეს თქუენ (ინ. 6:27). როდესაც მსმენელებმა სთხოვეს იესოს: ,,უფალო, მარადის მომეც ჩუენ პური ესე!” (34), უფალმა ნათლად განუცხადამათ: ,,მე ვარ პური ცხოვრებისა” (35) და რა თქმა უნდა დაწვრილებით აუხსნა. უფალმა შეადარა ,პური ცხოვრებისა”, რომელსაც იგი აძლევს მორწმუნეებს იმ ზეციურ საკვებ მანანას, რომლითაც იკვებებოდნენ ებრაელები უდაბნოში 40 წელი. უფალი ამბობს: ,,მამათ თქუენთა ჭამეს მანანა უდაბნოსა და მოსწყდეს. ესე არს პური, რომელი ზეცით გარდამოხდა; უკუეთუ ვინმე ჭამოს მისგანი, არა მოკუდეს” (ინ. 6:49-50). და აქვე საკმაოდ ნათლად აუწყა: ,,მე ვარ პური ცხოველი, რომელი ზეცით გარდამოვხედ. უკუეთუ ვინმე ჭამდეს ამის პურისაგან, არა მოკუდეს არამედ ცხოვნდეს უკუნისამდე. და პური, რომელი მე მივსცე, ხორცი ჩემი არს, რომელსა მე მივსცემ ცხოვრებისათვის სოფლისა” (ინ.6:51).
ამგვარად, ჩვენ ვხედავთ რომ იესო ამზადებს თქვის მოსწავლეებს იმისათვის, რაც დაიწყო საიდუმლო სერობის საღამოდან და მოგვიანებით გააგრძელა თავის ეკლესიაში.
მაგრამ, როგორც გვატყობინებს იოანე მოციქული შემდგემ (52) იუდეველები შეეწინააღმდეგნენ უფლის ზემოთ თქმულ სიტყვებს და დაიწყეს ერთმანეთის შორის კამათი: ,,ვითარ – მე ხელ – ეწიფების ამას მოცემად ჩუენდა ხორცი თვისი ჭამად?” (ინ. 6:52). ზოგიერთ უფლის მოსწავლეებს ეჭვი შეეპარათ მის ამ სიტყვებში და ჩამოშორდნენმას, გამოხატავდნენ უკმაყოფილებას: ,,ფიცხელ არს სიტყუა ესე. ვის ხელ – ეწიფების სმენად მისა?” (ინ.6:60). იუდეველების ასეთ რეაქციას საერთოდ არ შეუშინებია უფალი. პირიქით, ამან იმისკენ უბიძგა, რომ საკმაოდ მკაფიოდ გამოეთქვა თავისი აზრი, რათა მორწმუნეებს, რომლებსაც სჯეროდათ მისი, უფრო მეტი სცოდნოდათ საიდუმლოს შესახებ, რომელიც მან გამოუცხადა მათ შემდგომში. და უფალი ამატებს შწმდეგ სიტყვებს, რომელშიც ღრმა აზრია გამოხატული: ,,ამენ გეტყვი თქუენ: უკუეთუ არა სჭამოთ ხორცი ძისა კაცისა და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხოვრება თავთა შორის თქუენთა. ხოლო რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სუამდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხოვრება საუკუნო, და მე აღვადგინო იგი უკანასკნელსა მას დღესა. რამეთუ ხორცი ჭეშმარიტი საჭმელი არს, და სისხლი ჩემი ჭეშმარიტი სასმელი არს. და რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემ თანა დადგომილ არს, და მე მის თანა” (ინ. 6:53-56). ანუ წმინდა ხორცი და სისხლი ქრისტესი, რომელსაც ეზიარებიან მორწმუნეები საღვთო ლიტურღიის დროს, აერთიანებს მათ ქრისტესთან.
ამგვარად, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, დაადგინა რა საღვთო ევქარისტიის საიდუმლოება, რომელიც სრულდება წმინდა ლიტურღიაზე, შეასრულა – არა ბუნებრივი და უდიდესი სახით – თავისი უღრმესი სურვილი: ყოველთვის იმყოფებოდეს თითოეულ მორწმუნესთან ერთობაში.
ეს როგორ ხდება ამას შემდეგ ქადაგებაში განვიხილავთ.

 

Διαδώστε: