ლემესოს მიტროპოლიტი ათანასე კორონავირუსული ინფექციის დიაგნოზით მკურნალობის კურსს გადის კლინიკაში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ეკლესიასა და პატრიარქ კირილეს კვიპროსის ეკლესიასა და მის მეთაურთან, უნეტარეს მთავარეპისკოპოს ქრიზოსტომოს მეორესთან გაწყვეტილი აქვს ევქარესტიული კავშირი. რუსეთის ეკლესიამ ევქარისტიული კავშირი შეინარჩუნა კვიპროსის ეკლესიის მხოლოდ იმ მღვდელმთავრებთან, რომლებმაც კვიპროსის ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომაზე უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის აღიარების საკითხს მხარი არ დაუჭირე. ასეთი არის სულ ოთხი მღვდელმთავარი, რომელთა შორის გახლავთ ლემესოს მიტროპოლიტი ათანასე.
