30 Μαρτίου, 2021

მოსკოვის წმიდა ტიხონის მართლმადიდებლური ჰუმანიტარული უნივერსიტეტის

Διαδώστε:

მოსკოვის წმიდა ტიხონის მართლმადიდებლური ჰუმანიტარული უნივერსიტეტის დამფუძნებელი და რექტორი, ფიზიკა-მათემატიკის დოქტორი, პროფესორი, დეკანოზი ვლადიმერ ვორობევი 2021 წლის 28 მარტს 80 წლის შესრულდა

იუბილარს ოფიციალური მისალოცი წერილი გაუგზავნა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ და უსურვა მას დღეგრძელობა და შემდგომი წარმატებული მოღვაწეობა.

დეკანოზი ვლადიმერ ვორობევი 1992 წლიდან (დაფუძნებიდან) არის მოსკოვის წმიდა ტიხონის მართლმადიდებლური ჰუმანიტარული უნივერსიტეტის რექტორი. მან 1973 წელს მოსკოვის მიხეილ ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე დაიცვა დისერტაცია. დიაკვნად და მღვდლად ხელდასხმულია 1979 წელს. მინიჭებული აქვს დეკანოზის წოდება, მიტრის ტარების, ორი გამშვენებული ჯვრისა და საპატრიარქო ჯვრის ტარების უფლება. მამა ვლადიმერი არის მოსკოვის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი. 1997 წელს აირჩიეს პროფესორად.

მსოფლიო საეკლესიო სიახლენი

Διαδώστε: