04 Φεβρουαρίου, 2021

მოსკოვში წმიდა გიორგის ქართველთა ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარდება

Διαδώστε:

2021 წლის 3 თებერვალს, მოსკოვის საპატრიარქოს ფინანსურ და ეკონომიკურ განყოფილებაში, სამსახურის თავმჯდომარემ, ნარო – ფომინსკის ეპისკოპოსმა პარამონმა, სამუშაო შეხვედრა გამართა დიდმოწამე გიორგის ქართველთა ეკლესიის წინამძღვართან, დეკანოზ თეოდორე კრეჩეტოვთან, რეგიონული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რესტავრაციის შესახებ ”წმ. ძლევაშემოსილი გიორგის ქართველთა ეკლესია, 1788-1807, 1870, 1890 წლები, არქიტექტორები ნ.ნ. ვასილიევი, ვ.გ. სრეტენსკი, გ.ე. პოპოვი”.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირმა, დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა, საგარეო საეკლესიო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარის მოადგილემ, დეკანოზმა ნიკოლოზ ბალაშოვმა, ამავე განყოფილების მდივანმა მართლმადიდებელთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, დეკანოზმა იგორ იაკიმჩუკმა, მოსკოვის კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის მრჩეველმა რელიგიურ ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში ი.ნ. კამენსკიხმა, არაკომერციული პარტნიორობის “მოსკოვის საპატრიარქოს დამკვეთის ერთიანი მომსახურების” დირექტორის მოადგილემ, მღვდელმა მიხეილ ტიტოვმა, მოსკოვის საპატრიარქოს ფინანსური და ეკონომიკური განყოფილების რესტავრაციისა და რემონტის დეპარტამენტის უფროსმა ე.გ. ინასარიძემ.

დიდი ხნის განმავლობაში ტაძრის შენობაში განთავსებული იყო ლ.ბ. კრასინის სახელობის ტექნოლოგიის, ეკონომიკისა და სამართლის მოსკოვის სახელმწიფო ტექნიკუმი. ამ პერიოდის განმავლობაში, მზიდ კედლებში გაჭრეს ფანჯრები და ააშენეს ხუთი სართული. რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ტექნიკურ სკოლას არ ჩაუტარებია რემონტი.

ტაძარი საკუთრებაში გადაეცა რელიგიურ ორგანიზაციას ”რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ქ. მოსკოვის დიდმოწამე, ძლევაშემოსილი გიორგის სახელობის ქართველთა ტაძარი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მეტოქიონი”, მოსკოვის მთავრობის 2014 წლის 6 ოქტომბრის No15838 დადგენილებით.

ამჟამად ”ობიექტის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, ზოგან ავარიული მდგომარეობაა”.

ეპისკოპოსმა პარამონმა დეკანოზ თეოდორე კრეჩეტოვს ესაუბრა რესტავრაციის დროს სამოქმედო გეგმის შესახებ. ამჟამად, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ობიექტის ტექნიკური გამოკვლევის ჩატარება, შემდეგ კი ტაძრის რესტავრაციის პროექტის შემუშავება.

დეკანოზმა ნიკოლოზ ბალაშოვმა მადლობა გადაუხადა მეუფე პარამონს თანაგრძნობის, დახმარებისა და ტაძრის რესტავრაციის რთულ საკითხებში რჩევისათვის, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

 

— nikodimoscentre.ge

Διαδώστε: