21 Νοεμβρίου, 2020

მსოფლიო პატრიარქის სამძიმარი სერბეთის პატრიარქის გარდაცვალების გამო

Διαδώστε:

სერბეთის უწმიდეს ეკლესიას ბელგრადში

ჩვენმა უხუცესმა და პატივცემულმა პატრიარქმა მიიძინა!

დამწუხრებულებმა მივიღეთ გარდაცვალების უწყება და ვისწრაფვით გამოვხატოთ სერბეთის უწმიდესი ეკლესიის მიმართ მსოფლიო საპატრიარქოსა და პირადად ჩვენი უმდაბლესობის გულმხურვალე თანაგრძნობა. ამასთან გარწმუნებთ, რომ მრჩობლად ვევედრებით უფალსა ჩვენსა, რომელსაც აქვს ხელმწიფება ცოცხალთა და მკვდართა, განუსვენოს ჩვენგან მიცვალებულის სულს ცოცხალთა ქვეყანაში, მიაგოს მას ეკლესიისათვის გაწეული თავისი მრავალწლიანი და ბრწყინვალენაყოფიანი შრომისათვის, ხოლო გამოაჩინოს ღირსი მისი მემკვიდრე დაქვრივებულ ეკლესიის საჭესა ზედა, რომელთანაც მომავალში სიხარულით ვითანამშრომლებთ, როგორც ჩვენი ორმხრივი ურთიერთობისათვის, ასევე პანორთოდოქსული ერთობისა და თანამშრომლობისათვის.

საუკუნოდ იყოს ხსენება ნეტარაღსრულებული ჩვენი ძმის, პატრიარქი ირინეოსისა.

პატრიარქი ბართლომეოსი

ფანარი, 2020 წლის 20 ნოემბერი

 

— wenews.ge

Διαδώστε: