19 Ιανουαρίου, 2021

მსოფლიო საპატრიარქოში ნათლისღება ძველი სტილითაც აღნიშნეს [ვიდეო]

Διαδώστε:

დღეს, 19 იანვარს, იულიუსის კალენდრის ძველი სტილით ნათლისღების საუფლო დღესასწაული აღნიშნეს მსოფლიო საპატრიარქოში (ვიდეო იხილეთ აქ).

მოგეხსენებათ მსოფლიო საპატრიარქო იულიუსის კალენდრის შესწორებული (ე.წ. ახალი) სტილით 6 იანვარს აღნიშნავს ნათლისღების საუფლო დღესასწაულს, მაგრამ რადგან მსოფლიო საყდარს გააჩნია სამრევლოები, რომლის წევრები ძირითადად უცხოეთში მცხოვრები ქართველების, რუსებისა და უკრაინელების გარკვეული ნაწილი არის, მისმა ყოვლადუწმინდესობამ, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა ძველი სტილითაც აღნიშნა ნათლისღების დღესასწაული და აღასრულა დიდი აიაზმა.

სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღესრულა ტირიგლიის (ბურსას) წმიდა ბასილი დიდის სახელობის ტაძარში.

წირვის შემდგომ, მსოფლიო პატრიარქმა მარმარილოს ზღვა აკურთხა (ვიდეო იხილეთ აქ) .

wenews.ge

Διαδώστε: