მსოფლიო პატრიარქის ინტერვიუ თურქულ CNN-თან რუსეთის უკრაინაში შეჭრის შესახებ:
“პატრიარქი კირილე თავად მისი იურისდიქციის უკრაინელი მღვდელმსახურებისათვის მტერი სახელმწიფოს რელიგიურ ლიდერად იქცა!
რუსეთის მანძილი არამარტო უკრაინასთან, არამედ მთელ დასავლურ სამყაროსთან უფროდაუფრო იზრდება!
მთელი მსოფლიო რუსეთის წინააღმდეგაა!
ჩვენ შევდივართ ახალი ცივი ომის პერიოდში!
მსოფლიო საპატრიარქოს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს პრეზიდენტ ზელენსკისთან. ბატონი პრეზიდენტი ორჯერ ბრძანდებოდა ჩვენთან საპატრიარქოში და უკრაინაშიც მიმიწვია. გასული წლის აგვისტოში მე უკრაინას სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით ვესტუმრე. ზელენსკის სურდა ამ დღესასწაულზე ვყოფილიყავი და აი მიმიწვია, მეც დავთანხმდი. პრეზიდენტთან ერთად შევხვდი უკრაინის პრემიერს და საგარეო საქმეთა მინისტრს. მე ვნახე, რომ ეს არის ერი, რომელიც ძლიერ ამაყია საკუთარი დამოუკიდებლობით. მათ შეძლეს თავი დაეღწიათ საბჭოთა კავშირს და საკუთარი დამოუკიდებელი ქვეყანა შეექმნათ- ეს პატივია მათთვის და გასულ წელს ამის იცდაათი წლის იუბილე აღნიშნეს. ზელენსკიმ თავის სამშობლოში მიმიღო და ახლოს გამაცნო ქვეყანაში არსებული მდგომარეობა. მან მადლობა გადაუხადა მსოფლიო საპატრიარქოს. დამოუკიდებელ ქვეყანას ჩვენ ვუბოძეთ დამოუკიდებელი ეკლესია.
დღევანდელ პირობებში ვხედავთ თუ რაოდენ სწორი ყოფილა ჩვენი ეს ნაბიჯი. ჩვენმა საპატრიარქომ საკმაოდ ადრე დაიწყო ამისათვის მოქმედება და უდიდესი ძალისხმევა გავწიეთ. ჩვენ დავამწუხრეთ ჩვენი რუსი ძმები, თუმცა ეს ასე უნდა მომხდარიყო. ერთ დროს ბალკანეთის ქვეყნების მართლმადიდებელი ეკლესია ჩვენს საპატრიარქოს ექვემდებარებოდა. თუმცა დადგა დრო და ყველა ამ ეკლესიამ ჩვენივე საპატრიარქოსგან დამოუკიდებლობა მიიღო. უკრაინამ ეს დაიმსახურა!
გასცეს საეკლესიო დამოუკიდებლობის ბრძანება – ეს მსოფლიო საპატრიარქოს უფლება და ვალდებულებაა. უკრაინის შემთხვევაში ეს გამოვიყენეთ. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ მთელ რიგ უკრაინელ მღვდელმსახურებს არ სურთ რუსეთის პატრიარქი კირილეს მოხსენიება. ისინი მასში მტრული ქვეყნის რელიგიური ლიდერს ხედავენ. ისინი ტოვებენ მის იურისდიქციას და უერთდებიან ახალ ავტოკეფალურ ეკლესიას უკრაინაში. გვიხარია თუ არა ეს? ეს ომის შედეგია. ვისურვებდი, რომ რუსეთის ეკლესიას არ გამოევლინა ასეთი მტრული დამოკიდებულება მაგალითად ჩემი და ჩვენი საპატრიარქოსადმი. არამედ მიეღო სამართლიანი გადაწყვეტილება.
სამწუხაროდ კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქო და პირადად მე მათი სამიზნე აღმოვჩნდი. და აი დღეს მთელი მსოფლიო მათ წინააღმდეგაა. ჩვენ შევდივართ ახალი ცივი ომის პერიოდში. რუსეთის მანძილი არამარტო უკრაინასთან, არამედ მთელ დასავლურ სამყაროსთან უფროდაუფრო იზრდება.
როგორც რელიგიური ლიდერი, მეც და ჩვენი საპატრიაქო სულ, მუდამ ომის და ერთიანობის პოზიციიდან ამოვდივართ და ამ საქმეს ვემსახურებით სულმუდამ.”
