12 Απριλίου, 2022

“მსოფლიო საპატრიარქო საუკუნეების მანძილზე დგას, ემსახურება, ასწავლის, ეხმარება, ტვირთულობს მრავალ უმადურობას მისი მრავალი უმადური შვილისაგან” – მსოფლიო პატრიარქი

Διαδώστε:

ÓõíÜíôçóç ôïõ Ðñùèõðïõñãïý ÁëÝîç Ôóßðñá ìå ôïí Ïéêïõìåíéêü ÐáôñéÜñ÷ç Âáñèïëïìáßï ôçí ÄåõôÝñá 4 Éïõíßïõ 2018, óôï ÌÝãáñï Ìáîßìïõ. (EUROKINISSI/ÔÁÔÉÁÍÁ ÌÐÏËÁÑÇ)

მისმა ყოვლადუწმინდესობამ, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოს I-მა, ღვთივგანსვენებული მიტროპოლიტების, ნიკეის უხუცესი კონსტანტინესა და სინადის მიტროპოლიტ დიონისეს, სულების განსვენებისათვის პანაშვიდი აღავლინა. მსახურების ბოლოს მან სიტყვითაც მიმართა მრევლს:

“ეკლესიის ცხოვრება ასეთია. ჩვენ, ეკლესიის მსახურები, მოვალთ და წარვალთ ამ სოფელს. თითოეული თავის ბეჭედს ტოვებს, იმ ნიჭების მიხედვით, რომელიც ღმერთმა მისცა მას, იმის მიხედვით, თუ რამდენად დაამუშავა თითოეულმა თავისი ნიჭები. და დგება ჟამი, როცა წარვალთ ამ სოფელს.

ეს არის ღმერთის მიერ დადგენილი ბუნებრივი კანონები, რომლებსაც ვერავინ შეცვლის. მაგრამ ეკლესიის ინსტიტუტი რჩება.

აქ, კერძოდ, ჩვენი მსოფლიო საპატრიარქო საუკუნეების მანძილზე დგას, ემსახურება, ასწავლის, ეხმარება, ტვირთულობს მრავალ უმადურობას მისი მრავალი უმადური შვილისაგან, მაგრამ მისი ხაზი, მისი რწმენა, მისი მსახურება ოდნავადაც არ იცვლება, არასოდეს იცვლება.

რაც არ უნდა ხდებოდეს ჩვენს ირგვლივ, რაც არ უნდა ხდებოდეს სხვა და ეკლესიების მხრიდან, ჩვენ გვაქვს მტკიცე ორიენტაცია, უფლის ნების აღსრულებისკენ მიმართული. და ასე ვივლით ურყევად.” – აღნიშნა მისმა ყოვლადუწმინდესობამ.

wenews.ge

Διαδώστε: