19 Ιανουαρίου, 2021

ნათლისღების საუფლო დღესასწაული ქუთაის-გაენათის ეპარქიაში [ფოტო]

Διαδώστε:

 

2021 წლის 19 იანვარს, იულიუსის კალენდრის ძველი სტილით ღმრთის განცხადების – უფლის ნათლისღების დღესასწაულზე, გაერთიანებული საქართველოს სიმბოლოში – ქუთაისის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის (ბაგრატის) საკათედრო ტაძარში საზეიმო საღმრთო ლიტურგია და დიდი აიაზმის კურთხევა აღასრულა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ.

მიტროპოლიტმა იოანემ დღესვე ქუთაისში აკურთხა მდინარე რიონი.

აღსანიშნავია, რომ საბჭოთა ეპოქის შემდგომ, ნათლისღების საუფლო დღესასწაულზე, ქ. ქუთაისში მდინარე რიონის კურთხევის ტრადიცია აღადგინა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ, რომელმაც მრავალგზის აღასრულა მდინარე რიონის კურთხევა დიდი აიაზმის წესით. მეორე წელია, რაც აღნიშნულ ტრადიციას აგრძელებს ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე.


wenews.ge

Διαδώστε: