პენიტენციურ სისტემაში მოთავსებულმა უვადო მსჯავრდებულებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისგან, უწმინდესი და უნეტარესისგან ილია მეორისგან საჩუქრები მიიღეს.
პატრიარქისგან სხვადასხვა სახის ტკბილეული, წიგნები და სანთლები უვადო მსჯავრდებულებს საპარტიარქოს წარმომადგენლებმა გადასცეს.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მადლობას უხდის კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს და საქართველოს საპატრიარქოს უვადო პატიმრებზე ზრუნვისა და თანადგომისთვის.
სპეციალური პენიტენციური სამსახური / Special Penitentiary Service of Georgia