26 Οκτωβρίου, 2026

პატრიარქმა წმინდა ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტთან არსებულ ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში წირვა აღავლინა

Διαδώστε:

დღეს, 25 ოქტომბერს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ წირვა აღავლინა სხალთის ეპარქიაში, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტთან არსებულ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში.

თანამსახურებდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრები და სხვა სასულიერო პირები.

წირვის შემდეგ მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ტაძარში შეკრებილთ ქადაგებით მიმართა, ბოლოს კი სხალთელ მთავარეპისკოპოს სპირიდონის (აბულაძე) წარდგენით ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა:

დეკანოზი ბართლომე ჩხიკვაძე დაჯილდოვდა მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით;

დეკანოზი გრიგოლ სურმანიძე დაჯილდოვდა მიტრის ტარების უფლებით;

დეკანოზი პავლე ჯაფარიძე დაჯილდოვდა მიტრის ტარების უფლებით;

დეკანოზი იოანე ჩხუბაძე დაჯილდოვდა მიტრის ტარების უფლებით;

დეკანოზი დავით ქოჩალიძე დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით;

მღვდელი კალისტრატე თურმანიძე აღყვანილია დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოებულია ოქროს ჯვრის ტარების უფლებით.

ფოტო: ნინო სოზაშვილი

sazu.ge

Διαδώστε: