06 Μαρτίου, 2026

პენიტენციურ დაწესებულებებში თებერვალში ჩატარებული ღონისძიებები

Διαδώστε:

გაგაცნობთ ამა წლის თებერვალში საქართველოს საპატრიარქოს, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის, მსჯავრდადებულებთან ურთიერთობის სამსახურისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში ჩატარებულ ერთობლივ ღონისძიებებს:

მოძღვრების ვიზიტი ყველა დაწესებულებაში – საერთო რაოდენობა: 402.

აგრეთვე, მიმაგრებული მოძღვრების მიერ ჩატარდა წირვა-ლოცვები ყველა იმ დაწესებულებაში, სადაც მოქმედი ტაძარი არსებობს:

98 წირვა -ლოცვა;
105 პარაკლისი;
35 ზეთის ცხება.

ლექცია-სემინარი, ბიბლიის შესწავლა-განხილვა 13 დაწესებულებაში;
სტუდია „გუთანის“ ფილმების ჩვენება 6 დაწესებულებაში;
მედავითნეობის კურსი ხორციელდება 12 დაწესებულებაში;
გალობის კურსი ხორციელდება 9 დაწესებულებაში;
ხატწერის კურსი ხორციელდება 7 დაწესებულებაში;
ხეზე კვეთა – 8 დაწესებულებაში.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერით ღონისძიება განხორციელდა N18 პენიტენციურ სამკურნალო დაწესებულებაში. ჩატარდა ლექცია-სემინარი დავით აღმაშენებლის ღვაწლის შესახებ, მისი როლის მართლმადიდებელი ეკლესიებისა და საქართველოს მიმართ, აგრეთვე მარხვის მნიშვნელობაზე და საღვთო ლიტურგიაში მონაწილეობის შესახებ მეზვერისა და ფარისევლის კვირას, რამაც დიდი დაინტერესება გამოიწვია და სემინარი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ავადმოფ მსჯავრდადებულებს საპატრიარქოდან გადაეცათ საჩუქრები: სანთლები, ტკბილეული, ტანსაცმელი და ჰიგიენური საშუალებები. აგრეთვე, მათი თხოვნით ინდივიდუალურად გადაეცათ ბიბლია, საკმეველი და ნახშირი. ამასთან, დაწესებულების ბიბლიოთეკა შეივსო სხვადასხვა საეკლესიო და მხატვრული ლიტერატურით.

26 თებერვალს N11 არასრულწლოვანთა დაწესებულებაში, სადაც ზაფხულიდან მიმდინარეობს არაფორმალური განათლების კურსი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაფორმალური განათლების პროგრამის ხელმძღვანელმა, ანი კუდუხაშვილმა ჩაატარა სემინარი თემაზე: „განათლების მნიშვნელობა“, რომელსაც 57 არასრულწლოვანი დაესწრო და იგი კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩატარდა.

დეკანოზი გიორგი კალანდია მაქსიმალურად არის ჩართული მათ აღზრდა-განვითარებაში, დაწესებულების სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების დახმარებით.

ამავე დაწესებულებაში მიმაგრებულია დეკანოზ გიორგის მეუღლე, პედაგოგი და მედავითნე ნინო მჭედლიშვილი და ისინი ყოველ კვირას ატარებენ წირვა-ლოცვას. დეკანოზ გიორგის მიერ გამორჩეულ იქნა 5 სტიქაროსანი, რომლებიც ეხმარებიან მოძღვარს და აქტიურად არიან ჩართული დაწესებულების ტერიტორიაზე განთავსებული წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის მოვლა-პატრონობაში.

sazu.ge

Διαδώστε: