21 Φεβρουαρίου, 2022

პენტარქიის კრებამდე 4 კვირით ადრე მოსკოვის საპატრიარქომ იერუსალიმში მსოტოვრები აფრინა [ფოტო]

Διαδώστε:

მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა რომ ალექსანდრიის პრეზვიგენულმა საპატრიარქომ რუსეთის ეკლესიას მსოფლიო საპატრიარქოში უჩივლა და მსოფლიო პატრიარქმა მოიწვია პენტარქიის კრება, რომელიც რუსეთის ეკლესიის ანტიკანონიკურ ქმედებებს განსჯის, რუსეთის ეკლესიამ თავისი ,,სულიერი საცეცები” აამუშავა და დაიწყო პრეზვიგენულ ეკლესიათა მეთაურებთან მოლაპარაკებები, რომ მწყემსმთავრები პენტარქიის კრებაზე არ ჩავიდნენ.

პირველი მიზანში მოსკოვმა იერუსალიმის პატრიარქი ამოიღო და მასთან მოლაპარაკებაზე ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონ ალფაევი წარგზავნა (მოსკოვის საპატრიარქოს საგარე საქმეთა განყოფილების თავჯდომარე).

პენტარქიის კრებას რომელიც რუსეთის ეკლესიის ანტიკანონიკურ ქმედებებს განსჯის დღეის მონაცემებით 5 -დან 4 ეკლესიის მეთაური დაესწრება:

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I

ალექსანდრიის პატრიარქი თეოდორე II

ანტიოქიის პატრიარქი იოანე X

კვიპროსის მთავარეპისკოპოსი ქრიზოსტომოს II

ამ წუთამდე უცნობია კრებაზე გაემგზავრება თუ არა იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე III რომელსაც დღეს დილით მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალური დელეგაცია ეწვია…

 

Διαδώστε: