საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, პირეის მიტროპოლიტი სერაფიმე, რომელიც მისი რადიკალური განცხადებების გამოირჩევა ამ ჯერად ვაქცინაციის საკითხს შეეხო და განაცხადა, რომ ისინი ვინც ვაქცინას ეწინააღმდეგებიან ძმათა მკვლელები არიან, შემდეგად მათი ადგილი ეკლესიაში არ არის.
კითხვაზე თუ რას ეტყვის ათონის მთის ზოგიერთი მონასტრის წინამძღვარს, რომლებიც ვაქცინაციის წინააღმდეგ გამოდიან აღნიშნა: „ისინი თავიანთ ძმებს კლავენ, მათ კი ეს არ ესმით… ისინი იმდენად ეგოისტები არიან, რომ არ ესმით ეს მარტივი ჭეშმარიტება. მეცნიერება ეს ღვთისგანაა! მათ არ აქვთ ადგილი ეკლესიაში, ისინი სახარების მიღმა არიან, ისინი მოქმედებენ ქრისტიანობის წინააღმდეგ. ისინი, ვინც ვაქცინაციის წინააღმდეგია, არიან ადამიანები, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო არც ქრისტესთან და არც მის ეკლესიასთან, რადგან მათ არ უყვართ ადამიანი, არ უყვარს მოყვასი და საკუთარი თავი”.
მიტროპოლიტი სერაფიმე აქვე აღნიშნავს, რომ დედამიწაზე დაახლოებით 5-6 მილიონი ადამიანი აიცრა და ამ ხალხის წინააღმდეგ ანტივაქსერები დიდ ცილისმწამებლურ კამპანიას ეწევიან და ხაზს უსვამს, რომ ამ ტრადიკული პანდემიიდან თავის დაღწევის ერთადერთი გზა ეს არის.
კითხვაზე გაიკეთებს თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო მესამე დოზას განაცხადა, რომ მან მესამე დოზაც და ასევე გირიპის ვაქცინას უკვე გაიკეთა.
