2021 წლის 18 თებერვალს, სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა კრებამ, პატრიარქად გამოირჩია ზაგრებისა და ლუბლიანის მიტროპოლიტი – პორფირი (პერიჩი).
ახლადარჩეული პატრიარქი დაიბადა 1961 წლის 22 ივლისს, ბეჩეში, სერბეთში. 1985 წელს, დეჩანის მონასტერში, მისმა მოძღვარმა, მღვდელმონაზონმა ირინეოსმა (ბულოვიჩე) აღკვეცა მონაზვნად.
1986 წელს დაასრულა ბელგრადის უნივერსიტეტის ღვთისმეტყველების ფაკულტეტი.
იმავე წელს რაშსკო-პრიზრენის ეპისკოპოსმა პავლემ (სტოიჩევიჩი) ხელი დაასხა დიაკონ-მონაზვნად.
1990 წელს დაასრულა ათენის საღვთისმეტყველო უნივერსიტეტის სამაგისტრო კურსი ახალი აღთქმის მიმართულებით.
საუბრობს ბერძნულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე.
1999 წლის 14 მაისს, სამღვდელმთავრო კრებაზე, ბელგრადში, გამოირჩიეს ეგერის ტიტულარულ ეპისკოპოსად, ბაჩის ეპარქიის ვიკარიუსად. მისი ქიროტონია შედგა 13 ივნისს.
2014 წლის 24 მაისს, სამღვდელმთავრო კრებაზე დაადგინეს ზაგრებისა და ლუბლიანის მმართველ მღვდელმთავრად და აღამაღლეს მიტროპოლიტის ხარისხში.
