04 Ιουλίου, 2019

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე 20 ივნისის მოვლენებზე – დიდი იმედი გვაქვს, ყველაფერი ობიექტურად იქნება გამოძიებული

Διαδώστε:

დიდი იმედი გვაქვს, ყველაფერი ობიექტურად იქნება გამოძიებული, – ამის შესახებ პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ ჟურნალისტებს 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით განუცხადა. მისივე თქმით, ობიექტური გამოძიება საზოგადოებას საშუალებას მისცემს, მიუკერძოებლად შეაფასოს ეს მოვლენები.

“ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი ობიექტურად იქნება გამოძიებული, რაც ჩვენს საზოგადოებას საშუალებას მისცემს, მიუკერძოებლად და ობიექტურად შეაფასოს ეს ყველაფერი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას და სიმშვიდეს,”- განაცხადა პროტოპრესვიტერმა.

interpressnews.ge

Διαδώστε: