სერბ მოძღვარს, მამა ფადეი (თადეოზი) ვოტოვინცელს ჰკითხეს, – რა არის დეპრესია?-
როდესაც ვინმე ცუდ გუნება-განწყობაზეა და ასეთი მდგომარეობით მიდის თავის ახლობელ-ნათესავების სანახავად, მას ეს განწყობილება თან მიჰყვება იმ სახლში, რომლის კარის ზღურბლსაც გადააბაჯიბევს, რადგანაც უნდა თუ არა, ის თავის შინაგან მდგომარეობას უნებურად გადასცემს ახლობლებს და მათაც უფუჭებს ხასიათს, იმის ნაცვლად, რომ თავისი სტუმრობით ოჯახში სიმშვიდე და სითბო მიეტანა. ასეთ დროს ადამიანის სული თითქოს-და უხილავად ასხივებს რაღაც უარყოფითს და მასპინძელიც ფიქრობს: “უმჯობესი იქნებოდა საერთოდ არ შემოეღო ჩვენი სახლის კარიო”. ისეთს შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს სტუმარმა იქ ცოდვის სიმხურვალე შეიტანა და სახლი გადაწვა-არ დაუტოვა მასპინძელს არც დადებითი განწყობილება და არც შინაგანი მშვიდობა და ნუგეში.
