16 Ιουνίου, 2019

რელიგიის საკითხთა სააგენტო მართლმადიდებლებს, ბაპტისტებს, მოლოკნებს, პროტესტანტებს და სახარების რწმენის ეკლესიის მრევლს სულთმოფენობის დღესასწაულს ულოცავს

Διαδώστε:

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მართლმადიდებლებს, ბაპტისტებს, მოლოკნებს, პროტესტანტებს და სახარების რწმენის ეკლესიის მრევლს სულთმოფენობის დღესასწაულს ულოცავს.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო აღნიშნულ ეკლესიათა მრევლს სულის სიმტკიცეს, სიკეთესა და მშვიდობას უსურვებს.

„სულთმოფენობა აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება. სახარების სწავლებით, აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს, იერუსალიმში, ციდან გარდამოვლენილი ღმრთაებრივი ცეცხლი ქრისტეს მოწაფეებზე გადმოვიდა, რომლებმაც სხვადასხვა ენებზე დაიწყეს ქადაგება.

წმინდა მოციქულებზე აღსრულებული სულთმოფენობის შემდეგ, ეს დღესასწაული ეკლესიაში საღვთო სულის განუწყვეტელი მყოფობის ნიშანია,” – ნათქვამია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციაში.

IPN

Διαδώστε: