ათონის წმინდა მთაზე, ვატოპედის მონასტერში მოღვაწე ეროვნებით რუმინელი ბერების მოშურნეობით გამოიცა ,,ახალი აღღქმის” ახალი, გასწორებული თარგმანი, რომელიც მოიწონა რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ გამოყოფილმა სპეციალურმა კომიტეტმა, რომელიც დაკომპლექტებული იყო სწავლული თეოლოგებითა და ენათმკვლევარებით.
საბოლოოდ თარგმანი და ახალი გამოცემა წმ.სინოდმა დაამტკიცა.
