20 Απριλίου, 2023

,,სააღდგომო გამოფენა“ თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში

Διαδώστε:

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტისა და მასთან არსებული შემოქმედებითი.
სახელოსნოების ინიციატივით, ქსოვილების მხატვრული დამუშავების სახელოსნოში ტრადიციული ,,სააღდგომო გამოფენა“ მოეწყო.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ხელოვნების სხვადასხვა დარგის – ხატწერის, ოქრომკერდითა და ჯვრული (ხევსურული) ქარგვის, თექის, ფარდაგისა და ბატიკის – ნიმუშები. გამოფენაში მონაწილეობდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. წარმოდგენილი იყო თემატური და შინაარსობრივი თვალსაზრისით მრავალფეროვანი ნამუშევრები, როგორც საეკლესიო, ისე საერო ხასიათისა.
გამოფენა ერთი დღე გაგრძელდა, თუმცა დამთვალიერებელი მრავლად ჰყავდა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა.

tsas.ge

Διαδώστε: