16 Ιανουαρίου, 2021

საბერძნეთში ტაძრები მორწმუნეთათვის 18 იანვრიდან გაიხსნება

Διαδώστε:

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ინფექციური დაავადებების კომიტეტის წინადადება ტაძრების გახსნის შესახებ პოზიტიური იყო, რადგან ეკლესიამ დაადასტურა, რომ პანდემიის დაწყების პირველივე მომენტიდან იგი ყველა დაწესებულ ზომებს იცავს.

კერძოდ, ტაძრები ღია იქნება მორწმუნეთათვის და წირვა-ლოცვა ჩატარდება ყოველ 25 კვ.მ.-ზე ერთი ადამიანის დასწრებით და თითოეულ ტაძარში დაიშვება მაქსიმუმ 50 ადამიანი.

 

wenews.ge

Διαδώστε: