02 Νοεμβρίου, 2022

საზეიმო ლიტურგია ფოთისა და ხობის ეპარქიაში [ფოტო]

Διαδώστε:

,,2022 წელი 1 ნოემბერს
ფოთის ბრწყინვალე აღდგომის საკათედრო ტაძარში კოლხეთის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული აღინიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით, ფოთისა და ხობის ეპარქიას ეწვივნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრები:

მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი;
ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი;
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი;
ეპარქიას ასევე სტუმრობდნენ საქართველოს სხვადასხვა მონასტრებში მოღვაწე სულიერი დედები.

სადღესასწაულო მსახურებისას შესრულდა მღვდელობის საიდუმლო, რა დროსაც ფოთისა და ხობის ეპარქიის დიაკვანი მირიან ბაძაღუა ხელდასხმულ იქნა მღვდლად.” – იუწყება ფოთისა და ხობის ეპარქიის ოფიციალური ,,facebook” გვერდი

wenews.ge

Διαδώστε: