2022 წლის 25 სექტემბერს, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) საკვირაო წირვა შეასრულა ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში, წირვის დასასრულს კი გადაიხადა სავედრებელი პარაკლისი ეპარქიის გაძლიერებისათვის. აღსანიშნავია, რომ საკათედრო ტაძარში დასრულდა კედლებისა და გუმბათის გასუფთავება და შეღებვითი სამუშაოები.
მარგვეთისა და უბისის ეპარქია / Diocese of Margveti and Ubisa
