22 Απριλίου, 2025

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, დეკანოზმა გიორგი კალანდიამ მსჯავრდებულებს მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევა და სააღდგომო ნობათი გადასცა

Διαδώστε:

ამა წლის 20 აპრილს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, დეკანოზმა გიორგი კალანდიამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერით ყველა არასრულწლოვან მსჯავრდებულს მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომა მიულოცა და მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევა და სადღესასწაულო ნობათი – სანთლები, კვერცხი, პასკა და ტკბილეული გადასცა.

სააღდგომო საჩუქრები მიიღეს №5 (ქალთა) დაწესებულებაში მყოფმა მსჯავრდებულებმაც.

ფოტო: სპეციალური პენიტენციური სამსახური

sazu.ge

Διαδώστε: