ამა წლის 6 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განახორციელა მორიგი საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ღონისძიება, რომლის ფარგლებში უსინათლოთა კულტურის სახლის 50 წევრი სტეფანწმინდას ეწვია, დარიალის მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტერში კი მათთვის პარაკლისი აღევლინა.
ამავე მონასტერში არსებულ ბიბლიოთეკაში შემეცნებითი საუბარი გაიმართა ქრისტიანულ ღირებულებებზე.
აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრაციას და მათთვის ახალი შთაბეჭდილებების გაზიარებას.
