ამა წლის 17 აპრილს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, დეკანოზი გიორგი კალანდია და საპატრიარქოს მსჯავრდადებულებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე ია იმერლიშვილი არასრულწლოვანთა #11 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდნენ და მსჯავრდადებულებს წიგნები, სანთლები, პასკა და სხვა ტკბილეული მიუტანეს.
დეკანოზმა გიორგიმ ჩაატარა ლექცია-სემინარი ბრწყინვალე შვიდეულისა და კვირაცხოვლობის შესახებ, რომელიც დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და არასრულწლოვნებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
