30 Ιανουαρίου, 2021

საპატრიარქოში უარყოფენ, რომ პატრიარქს კორონავირუსი დაუდასტურდა

Διαδώστε:

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე უარყოფს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე კოვიდ-19 ვირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ სასულიერო პირი “ფეისბუკის” პირად გვერდზე წერს:

“ბევრი ზარებია ჟურნალისტების მხრიდან. გაცნობებთ, რომ ინფორმაცია პატრიარქის ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებით, არ შეესაბამება სინამდვილეს. არც კორონით დაავადებულა” – წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

 

dogma.ge

Διαδώστε: