28 Μαρτίου, 2025

საქართველოს საპატრიარქომ თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას წიგნები გადასცა

Διαδώστε:

საქართველოს საპატრიარქომ თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას გადასცა საღვთისმეტყველო შინაარსის წიგნები, სასწავლებლის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით კი ეს წიგნები გადაეცათ წარჩინებულ სტუდენტებს.

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის კურთხევით შაბათი დღე წიგნის კითხვის დღედაა გამოცხადებული. საქართველოს საპატრიარქოსა და სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ეს ერთობლივი ღონისძიებაც ერთგვარი გამოხმაურებაა წიგნისადმი უწმინდესისა და უნეტარესის განსაკუთრებული დამოკიდებულებისა.

მსგავსი ღონისძიებები შემდგომისთვისაც იგეგმება.

 

tsas.ge

Διαδώστε: