განაჩენი გამოიტანეს რელიგიური შეკრების, ქადაგების, ნათლობის და ქრისტიანული ლიტერატურის გავრცელების გამო.
ორგანიზაცია “Article18” მომხდარს აფასებს, როგორც ისლამურ რესპუბლიკაში ქრისტიანების რეპრესიის რიგით გამოვლინებას. გასამართლებულთა შორის არის სომხური წარმოშობის სასულიერო პირი ჯოზეფ შაჰბაზიანი, ქრისტიანობაზე ახლადმოქცეული ნასერ ნავარდ გოლ-ტაპეჰი (უკვე იმყოფებოდა საპატიმროში ქრისტიანულ შეკრებაში მონაწილეობის გამო). ამავე საქმის ფარგლებში კიდევ სამი ქალბატონი გაასამართლეს.
ოთხ ქრისტიანს 10-10 წელი მიუსაჯეს. მათგან ორს დამატებით 5-5 წელი დაემატათ “შეთქმულების” ბრალდებით.
პატიმრობის გარდა, მოხდა დაკავებულების პირადი ნივთების კონფისკაცია. მომხდარი კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ირანში ქრისტიანებისთვის აღმსარებლობის თავისუფლება არ არსებობს.
