ოხრიდისა და სრულიად ჩრდილოეთ მაკედონიის მთავარეპისკოპოსმა სტეფანემ და სერბეთის პატრიარქმა პორფირემ დღეს ბელგრადის წმინდა საბას ტაძარში შერიგების ლიტურგია აღავლინეს.
ოხრიდის მთავარეპისკოპოსმა სტეფანემ თავის მიმართვაში სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიას მადლობა გადაუხადა, რომ მსოფლიო საპატრიარქოს განჩინება ჩრდილოეთ მაკედონიის ეკლესიის კანონიკურობაში აღდგენასთან დაკავშირებით სცნო.
ლიტურგიაში მონაწილეობა სერბეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ეკლესიების მღვდელმთავრებმა მიიღეს. ეს იყო 55 წლიანი სქიზმის დასასრული.
