20 Ιουνίου, 2023

სიტყვის პირველი ფესტივალი

Διαδώστε:

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინიციატივითა და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, ამა წლის მაისში ჩატარდა ქართული სიტყვის პირველი ფესტივალი, რომელმაც საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია და სწორედ ამიტომ, გთავაზობთ ფესტივალის შემაჯამებელ წარმოდგენას თემაზე: “გამარჯობა აფხაზეთო შენი”.
საღამო გაიმართება 30 ივნისს, 19:00 საათზე.
მისამართი: რუსთაველის გამზირი N 19 (თეატრალური უნივერსიტეტის სააქტო დარბაზი).
დასწრება თავისუფალია.

 

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

Διαδώστε: