17 Ιανουαρίου, 2020

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ მოწყალების სახლს ეწვია

Διαδώστε:

უწმინდესმა დაწესებულების ბენეფიციარები და შემომწირველები დალოცა და დაასაჩუქრა, მოწყალების სახლის ხელმძღვანელ მზია კაცაძეს კი აქ გაწეული მრავალწლიანი შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული მოწყალების სახლი 1994 წლიდან ყოვლდღიურად 200-მდე გაჭირვებულ ადამიანს ეხმარება; განსხვავებული ეროვნებისა თუ რელიგიური მრწამსის მიუხედავად, აქ ყველა თანაბრად იღებს თანადგომას. 27-ე წელია, ეს ადგილი ბევრისთვის შიმშილისაგან თავის დაღწევის, გადარჩენისა და ნუგეშის ერთადერთი საშუალებაა…

 

 

— facebook.com/sazupatriarchate

Διαδώστε: