მის ღვთაებრივ ყოვლადუწმიდესობას,
კონსტანტინეპოლის-ახალი რომის მთავარეპისკოპოსსა და მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს
1 მარტი, 2021 წ.
ყოვლადუწმიდესო, ქრისტეში ფრიად საყვარელო ძმაო,
სრულიად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით, გულითადად გილოცავთ დაბადების დღეს!
გისურვებთ მრავალჟამიერ და წარმატებულ მსახურებას მთელი მართლმადიდებლობის საკეთილდღეოდ თქვენს უმაღლეს და უპატივსაცემულეს მსახურებაში. თქვენი გამოცდილება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ამ რთულ და გამოწვევებით სავსე დროში.
გარდა ამისა, მსურს, გულითადი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მოკითხვისა და საჩუქრისათვის.
ძმური სიყვარულით ქრისტეში, თქვენთვის მლოცველი
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და
ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი
