27 Ιουνίου, 2022

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა

Διαδώστε:

ა.წ. 24 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საქართველოს პრეზიდენტი, ქ-ნი სალომე ზურაბიშვილი მიიღო.

საქართველოს პრეზიდენტი მის უწმინდესობას ესაუბრა წმ. სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის რომში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ და აღნიშნა, რომ გუნდის კონცერტს თვითონაც დაესწრება.

მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ დალოცა ქ-ნი სალომე და წარმატებული ვიზიტი უსურვა.

patriarchate.ge

Διαδώστε: