03 Αυγούστου, 2022

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოს პრეზიდენტი ეწვია

Διαδώστε:

ა.წ. 2 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტი ქ-ნი სალომე ზურაბიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს ესტუმრა.

პრეზიდენტმა მის უწმინდესობას ილიაობის დღესასწაული მიულოცა და ასევე ესაუბრა ვატიკანში ჩატარებული ღონისძიების შესახებ, ხაზი გაუსვა რა ქართული კულტურის მაღალ დონეზე წარმოჩენის მნიშვნელობას.

ქ-ნმა სალომემ მწუხარება გამოთქვა გუდაურის ტრაგედიისა და სამთავისისა და კასპის ეპისკოპოს დამიანეს (ხუფენია) გარდაცვალების გამო.

 

patriarchate.ge

Διαδώστε: