30 Αυγούστου, 2022

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება მარიამობის დღესასწაულზე

Διαδώστε:

ყველას გილოცავთ მარიამობას! გილოცავთ სიონობას!

დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ჩვენთანაა, შესთხოვეთ, რაც გიჭირთ და ღვთისმშობელი შეისმენს თქვენს თხოვნას.

დღეს ჩვენ ასევე ვიხსენებთ ჩვენს წინაპრებს, ასე რომ ზეიმი ორმაგია, – ზეციური და ქვეყნიური და ჩვენს წინაპრებს ვულოცავთ მარიამობის დღესასწაულს.

ახლა იგალობეს ,,დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან, უფალო“ – კაცობრიობაც დაიღალა, ჩვენც დავიღალეთ, მაგრამ გული არ უნდა გაგვიტყდეს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ჩვენთან არის. გიხაროდეთ, რამეთუ ჩვენ შვილები ვართ ღვთისმშობლისა!

ვისაც გაქვთ დრო და საშუალება, დღეს წავიკითხოთ ღვთისმშობლის დაუჯდომელი, – ,,გიხაროდენ სძალო უსძლოო“.

ახლა ვაჯილდოებთ დეკანოზ გელა ჩადუნაშვილს მეორე ჯვრის ტარების უფლებით, აქსიოს!

დალოცვილი იყავით და გაიხარეთ!

მე მუდამ თქვენთანა ვარ სულით და ხორცით.

ჩვენთან არს ღმერთი!

patriarchate.ge

Διαδώστε: