ამა წლის 22 ივლისს დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) წარდგინებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა ამავე ეპარქიის სასულიერო პირები:
ქალაქ პიზის წმინდა გიორგის სახელობის სამრევლოს წინამძღვარი, მღვდელი მათე ქუთელია აღყვანილია დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით.
ქალაქ პარიზის წმინდა თამარ მეფის სახელობის სამრევლოს მღვდელმსახური, მღვდელ-მონაზონი ეფრემი (ჯოლოხავა) აღყვანილია იღუმენის ხარისხში.
