14 Ιουλίου, 2026

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სვეტიცხოველში სადღესასწაულო წირვა აღავლინა

Διαδώστε:

13 ივლისს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია თორმეტი მოციქულის ხსენებას და სვეტიცხოვლობას აღნიშნავს.

დღესასწაული განსაკუთრებული სიხარულით აღინიშნა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, ვინაიდან იგი თორმეტი მოციქულის სახელზეა აგებული.

სადღესასწაულო წირვა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ აღავლინა.

თანამსახურებდნენ წმინდა სინოდის წევრები, ტაძრის წინამძღვრის მოადგილე და სხვა სასულიერო პირები.

ღვთისმსახურების დასასრულს ტაძრის გარშემო ლიტანიობა შესრულდა, რის შემდეგაც მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ მრევლს ქადაგებით მიმართა და დღესასწაული მიულოცა.

ფოტო: ნინო სოზაშვილი

 

sazu.ge

Διαδώστε: