29 Σεπτεμβρίου, 2026

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღავლინა

Διαδώστε:

27 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს. დღეს ასევე 33 წელი შესრულდა სოხუმის დაცემიდან.

თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ აღავლინა. თანამსახურებდნენ გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) და სხვა სასულიერო პირები.

წირვის შემდეგ საქართველოს ეკლესიის მეთაურმა აფხაზეთისა და ცხინვალის ომებში გარდაცვლილ ქართველთა, აფხაზთა და ოსთა სულების საოხად პანაშვიდი გადაიხადა, რის შემდეგაც ტაძარში შეკრებილთ ჯვართამაღლების დღესასწაული მიულოცა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი უწმინდესობა ქადაგებისას აფხაზეთის ომსაც შეეხო და ბრძანა, რომ ქართველთა და აფხაზთა კვლავ გასაერთიანებლად და გადასარჩენად საჭიროა სიყვარული, ურთიერთშენდობა და ურთიერთპატიება.

ღვთისმსახურებას ასევე ესწრებოდნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია და სხვა პირები.

ფოტო: ნინო სოზაშვილი

sazu.ge

Διαδώστε: