06 Αυγούστου, 2019

სტამბულში ვლადიმერ ზელენსკი მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს შეხვდება

Διαδώστε:

7-8 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას ეწვევა. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურის ვებ-გვერდი იუწყება.

ანკარაში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მოლაპარაკებები თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან რეჯეფ ტაიპ ერდოღანთან, ასევე უკრაინულ და ყირიმელი თათრების დიასპორასთან.

ამასთანავე ზელენსკი სტამბოლში მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს შეხვდება.

 

თარგმანი: მართლმადიდებლური სიახლეები / Orthodox news

Διαδώστε: